en
ge

ტრენინგი მოსახლეობისთვის ევროინტეგრაციის საკითხებზე

სამცხე–ჯავახეთი. 30 ივლისს, რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში, ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და ახალციხეში, საქართველოს რეფორმების ასოციაციის ორგანიზებით, ტრენინგები ჩატარდა, რომელიც ევრო–ატლანტიკური ინსტიტუტებისა და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებს ეხებოდა. ტრენინგს ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა მედია–საშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ
ევროკავშირის და ნატოს ინსტიტუტები და ინსტრუმენტები; ევროკავშირის საგარეო და სავაჭრო პოლიტიკა; ევროატლანტიკური ღირებულებები და ევროკავშირის შესახებ გავრცელებული მითები – ამ საკითხების გარშემო დისკუსიის ფორმატში იმსჯელეს.
საქართველოს რეფორმების ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით
ტრენინგების ციკლი სამცხე–ჯავახეთიდან დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება. ხოლო შეხვედრების მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულების გაგება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)