en
ge

არასამთავრობო ორგანიზაციები ნარკოპოლიტიკის გადახედვას მოითხოვენ

აჭარა. 30 ივლისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენრტრში ნარკომანიის პრობლემებსა და ნარკოდამოკიდებული მოქალაქეების რეაბილიტაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ორგანიზაციის ,,იმედის" წარმომადგენლის თქმით, ნარკოდამოკიდებულებისადმი ხელისუფლებამ სადამსჯელო ღონისძიებები უნდა შეამციროს და ძალისხმევა ახალგაზრდების ინფრომირებულობის გაზრდისა და სარეაბილიტაციო ცენტრების მომრავლებისაკენ უნდა მიმართოს. ორგანიზაციის მონაცემებით, 2008-2009 წლებში ნარკომანიასთან დაკავშირებული ჯარიმების ოდენობამ 44 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროგრამებისთვის მხოლოდ 2 მილიონი ლარი გამოიყო. აღნიშნულ შეხვედრას ადგილობრივი საზოგადოებრივი ორანიზაციებისა და მედია საშუალების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)