en
ge

პროექტის პრეზენტაცია ბორჯომში

სამცხე–ჯავახეთი. ,,იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების თანამონაწილეობრივი მონიტორინგის სისტემის დანერგვა ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში" – ამ სახელწოდების პროექტის პრეზენტაცია 31 ივლისს, ბორჯომში გაიმართა. სამოქმედო ჯგუფის წევრებმა გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებს და აქტიურ ახალგაზრდებს პროექტის სპეციფიკა გააცნეს და მათ მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
პროექტი სექტემბერში დაიწყება. გამოცხადდება მცირე გრანტების კონკურსი დაინტერესებული ორგანიზაციებისათვის პროექტში ჩასართავად. დაგეგმილ აქტივობებში, გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, 30 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც წინასწარ შეირჩევიან. ისინი სექტემბრის დასაწყისში ერთკვირიან მომზადებას აწყურის ბანაკში გაივლიან და აიმაღლებენ გამოცდილებას საველე პრაქტიკაში, თანამედროვე მეთოდების გამოყენებაში, რასაც სამომავლოდ ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის საქმიანობაში გამოიყენებენ.
პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ნაკრესი" სამცხე–ჯავახეთის მედია ცენტრთან და ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკთან თანამშრომლობით ახორციელებს.


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)