en
ge

ბათუმში ადვოკატთა სახლი გაიხსნა

აჭარა. 30 ივლისს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ბათუმის ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართთა. ასოციაცია ბათუმში ადვოკატთა სახლს ხსნის. ფილიალი პრაქტიკოსი იურისტების გადამზადებას შეუწყობს ხელს. ოფისში მოეწყობა ტრენინგ დარბაზი, სადაც 35-მდე იურისტი ერთდორულად მოთავსდება. მათ სხვადასხვა მიმართულებით ტრენინგებსა და სემინარებს ქართველი და უცხოელი ექსპერტები ჩაუტარებენ. ოფისში ადვოკატებს სტრასბურგში გასაგზავნი საჩივრების მომზადებაშიც დაეხმარებიან. ხელმძღვანელების განცხადებით, ცენტრი მუშაობას განსაკუთრებით ახალბედა იურისტებს გაუმარტივებს. სახლი იურისტებს სექტემბრიდან მოემსახურება. ადვოკატების მომსახურება უფასო იქნება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)