en
ge

არასამთავრობო ორგანიზაციებმა დუისში საკოორდინაციო შეხვედრა გამართეს

კახეთი. ქალთა საინფორმაციო ცენტრმა და კახეთის რეგიონული განვითარების ფონდმა, 31 ივლისს, სოფელ დუისში შეხვედრა გამართა. შეხვედრა ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შედგა და მისი მიზანი იყო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ჯანსაღი, საქმიანი და კოორდინირებული ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბება.
,,ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, რომელმაც სარგებელი მოუტანა მოსახლეობას. გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის კარგი გამოცდილება და ფართო შესაძლებლობები, რომ მომავალშიც მოვამზადოთ საინტერესო პროექტები და მოვიზიდოთ თანხები მათ დასაფინანსებლად, მაგრამ გვჭირდება ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომა. ერთობლივი ძალისხმევით უკეთესად შევძლებთ ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის საჭირო პროექტების განხორციელებას”, – განაცხადა კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის წარმომადგენელმა იზა ბექაურმა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023