შიდა ქართლი. საზოგადოებრივმა კავშირმა ,,მეგობრობის ხიდმა - ქართლოსმა" ახალგაზრდული ადგილობრივი თვითმმართველობის სკოლის მონაწილეებისთვის დაიწყო ტრენინგების კურსი. ორდღიანი ტრენინგების ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები შეისწავლიან ადგილობრივ თემებში პრობლემების იდენტიფიცირების, მათი ლობირების და ადვოკატირების წესებს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებთან. შემდგომი ტრენინგების ფარგლბში კი გაეცნობიან თვითმმართველობის ფუნქციებს და უფლებამოსილებებს, გაანალიზებენ ერთობლივი მუშაობისთვის საჭირო პრინციპებს, მიიღებენ ინფორმაციას დემოკრატიის ძირითადი არსის შესახებ, გაიაზრებენ სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და ინიციატივის საკუთარ თავზე აღების საკითხებს, გაანალიზებენ სამოქალაქო საზოგადოებაში საკუთარ როლსა და ფუნქციას, გაეცნობიან საზოგადოებრივი ჩართულობის ფორმებს და შესაძლებლობებს.
ტრენინგებს უძღვებიან არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრის ,,მზიანი სახლი" ტრენერები. გორის შემდეგ ტრენინგების კურსი ჩაუტარდებათ ქარელის, ხაშურის და კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რის შემდეგაც დაგეგმილია სამუშაო ჯგუფების შექმნა პრობლემების კატეგორიზაციის და იდენტიფიცირების მიზნით მუნიციპალიტეტების მიხედვით.