კახეთი. 13-14 ოქტომბერს, პროექტის „დავასუფთავოთ საქართველოს" კამპანიის ფარგლებში, ლაგოდეხის ნაკრძალის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჩატარდა ნაკრძალის დასუფთავების აქცია. დასუფთავდა ტურისტული ბილიკების ორივე მხარე და ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორია.
აქცია პროექტის ,,დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში" ფარგლებში ჩატარდა. პროექტს ახორციელებს ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო" და მდგრადი განვითარების კავშირი ,,ეკოხედვა" შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური უზრუნველყოფით და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.