კახეთი. თელავის ახალგაზრდული ცენტრი მასპინძლობდა ქუთაისისა და ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის თანატოლგანმანათლებელ ახალგაზრდებს. პროგრამა სამდღიანი იყო და მოიცავდა ახალგაზრდული ცენტრების საქმიანობის პრეზენტაციებს, ქალაქის დათვალიერებას და დისკუსია, ასევე ტრენინგს პანკისის ხეობაში ტოლერანტობაზე, სტუმრობას ომბუდსმენის თელავის ოფისში და ა.შ. ვიზიტი განხორციელდა პროექტის – ,,ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში,, (ANI) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: თელავის ახალგაზრდული ცენტრის ვებგვერდი