აჭარა. 2 აგვისტოს, დემოკრატიის მთხრობელთა სკოლის მსმენელებისთვის, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა ტრენინგი თემაზე – „გარემოს დაცვა და სამოქალაქო აქტივიზმი". ტრენინგს უძღვებოდა ასოციაცია „ფლორა და ფაუნას" აღმასრულებელი დირექტორი რამაზ მიქელაძე. ტრენინგზე განიხილეს მსოფლიო გარემოსდაცვითი ორგანიზაციები და მათი გამოცდილება სამოქალაქო აქტივიზმის სფეროში.
ტრენინგები ტარდება არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალის" ორგანიზებით, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოსა" და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით.