en
ge

ქალთა გაძლიერება სოციალური განვითარებისათვის

ქვემო ქართლი. 1-2 აგვისტოს, თეთრწყაროში, არასამთავრობო ორგანიზაციამ „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” სემინარები ჩაატარა. ორდღიანი სემინარები პროექტის „ქალთა გაძლიერება სოციალური განვითარებისათვის" ფარგლებში ჩატარდა.
პროექტის სამიზნე ჯგუფია საქართველოს რეგიონებში მცხოვრები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ქალბატონები, რომელთაც შეუძლიათ საკუთარ რაიონში, ქალთა უფლებების რეალიზაციის პროცესში გარკვეული წვლილის შეტანა.
ორგანიზაციის ექსპერტების მიერ ჩატარებული სემინარი სოფლად მცხოვრები ქალების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ცოდნის ამაღლებას, სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერებასა და დემოკრატიულიპროცესების სტიმულირებას მიეძღვნება.
სემინარის შემდგომ, ორგანიზაციის იურისტებმა იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს, როგორც სემინარების მონაწილეებს, ასევე რაიონის დაინტერესებულ პირებს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)