იმერეთი. 31 ივლისს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისათვის გაიმართა შეხვედრა–დისკუსია საქართველოს ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებზე. შეხვედრის მიზანს წარმადგენდა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე, საქართველოსა და ნატოს წევრ და ნატოს პარტნიორ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობის, ევროკავშირის პოლიტიკის, მიზნებისა და ინსტიტუტების შესახებ, მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების და ევროკავშირის დახმარების საკითხებზე.
შეხვედრა გაიმართა საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია ახორციელებს.