თბილისი. 1 აგვისტოს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტსა (IDFI) და სსიპ „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს" შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი. აღნიშნული მემორანდუმის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ IDFI სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მიაწვდის რეკომენდაციებს სამსახურის მეტი გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების ამაღლების უზრუნველსაყოფად, რასაც სსიპ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური" გამოიყენებს პრაქტიკულ საქმიანობაში.
მემორანდუმის ფარგლებში, ინსტიტუტის ექსპერტების მიერ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრეინინგი ინფორმაციის თავისუფლების, ღია მმართველობის და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას და ელექტრონული ფორმით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სამართლებრივ საკითხებზე და პრაქტიკულ განხორციელების შესახებ.
წყარო: idfi.ge