კახეთი. 1–3 აგვისტოს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას" და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის ინიციატივით, კახეთში, კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში" გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დისკუსია ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
დისკუსიისას მონაწილეებმა განიხილეს და ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: არასამთავრობოების როლი და არსებული გამოწვევები, მართლმსაჯულება და არსებული გამოწვევები, მედია, არჩევნები, უმცირესობების საკითხები, ასევე ეკონომიკა და რეგიონული განვითარება.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში