en
ge

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო თბილისის საკრებულოს მოუწოდებს

თბილისი. 2 აგვისტოს, თბილისის მერმა დათო ნარმანიამ თბილისის მერიის ადმინისტრაციის და საქალაქო სამსახურების ახალი ხელმძღვანელები წარადგინა. მათ შორის არის გელა ჩივიაშვილი, რომელიც თბილისის მერიაში სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის პოსტზე თბილისის საკრებულომ უნდა დამტკიცოს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ინფორმაციით, „გელა ჩივიაშვილი უკანასკნელ პერიოდში სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური დახმარებების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსი იყო, იგი 2011 წლის თებერვალში სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად სახელმწიფო დაზღვევისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების მითვისების ბრალდებით დააკავეს... იგი მალევე, აპრილის თვეში, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებულ მაღალჩინოსნებთან ერთად საპროცესო შეთანხმების საფუძველზე და დამატებითი სასჯელის სახით 10 ათასი ლარის გადახდის შედეგდ გაათავისუფლა. ...„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მოუწოდებს თბილისის საკრებულოს ზედმიწევნით შეისწავლოს გელა ჩივიაშვილის წარსული საქმიანობა მისი თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის პოსტზე თანამდებობაზე დამტკიცებამდე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)