en
ge

დისკუსია თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობაზე

თბილისი. 5 აგვისტოს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა თვითმმართველობის რეფორმის გამოწვევებისა და თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პერსპექტივების შესახებ იმსჯელეს. ღონისძიება ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრაზე „კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრმა" და „რეგიონის განვითარების ცენტრმა" მოქალაქეთა მონაწილეობის თემაზე ჩატარებული კვლევების შედეგები წარმოადგინეს, რის შემდეგაც, ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა დისკუსია თემაზე: ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნა და სამოქალაქო ორგანიზაციების როლი მონაწილეობითი პროცესების გაუმჯობესებაში.
წყარო: სოციალურ ქსელში ვებგვერდი „თვითმმართველობის დროა"

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)