გურია. საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთმა" 24–30 ივლისს საზაფხულო ბანაკი მოაწყო კურორტ გრიგოლეთში. ბანაკი მოეწყო პროექტის – „ახალგაზრდების მონაწილეობის და განვითარების" პროექტის ფარგლებში. ბანაკის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ, ორგანიზაციის მიერ შექმნილი სამოქალაქო განათლების კლუბების წევრი მოსწავლეები გორის მუნიციპალიტეტის სოფლების რვა სამიზნე სკოლიდან.
ბანაკის ფარგლებში მოსწავლეებს, დასვენების შესაძლებლობის გარდა, საშუალება ჰქონოდათ აემაღლებინათ ცოდნის დონე მათი პროფილური კლუბის მიმართულებითაც. გართობას და დასვენებას ენაცვლებოდა სხვადასხვა ტრენინგები და პრეზენტაციები. კერძოდ, მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგები ადვოკატირებაში, პროექტის დიზაინში, პროფორიენტაციაში, კომუნიკაციასა და ემოციების მართვაში; ამასთან, თანატოლების წინაშე მოკლე საინფორმაციო პრეზენტაციები მოაწყვეს მოსწავლეებმაც სურსათის უვნებლობის შესახებ და ზოგადად დემოკრატიისა და მოსწავლეთა სასკოლო თვითმმართველობის განვითარების თემებზე.