აჭარა. 5 აგვისტოს, „დემოკრატიის მთხრობელთა დასის" წევრებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭარნალის კლუბში, ადგილობრივებს წარუდგინეს თხრობითი პერფორმანსები. მათ ძირითად მიზანს დემოკრატიული ღირებულებებისა და სამოქალაქო აქტივიზმის პოპულარიზაცია წარმოადგენს. პერფორმანსები აგებული იყო სხვადასხვა ამბებზე, რომლებმაც საქართველოში ან მსოფლიოს სხვა ქვეყანაში ხელი შეუწყეს დემოკრატიის განვითარებას.
აღნიშნული შეხვედრა შედგა არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალის" ორგანიზებით. ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოსა" და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით.