შიდა ქართლი. გორში, საზოგადოებრივი კავშირის „მეგობრობის ხიდი–ქართლოსის" ორგანიზებით, რუსეთ–საქართველოს ომის 6 წლისთავთან დაკავშირებით სამშვიდობო აქცია სახელწოდებით „ახალგაზრდები ცვლილებებისთვის" იმართება
აქციის მონაწილეებმა მსვლელობა გორის მთავარი მოედნიდან დაიწყეს. მოგვიანებით გვირგვინით შეამკობენ დაღუპულთა მემორიალს.
აქციის დასასრულს ახალგაზრდები თავის ოს თანატოლებს სპეციალურ განცხადებას გაუგზავნიან, რომლითაც ნდობის აღდგენასა და მშვიდობის მშენებლობაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებენ.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში