en
ge

ბათუმის მეცხრე საერთაშორისო საავტორო ფილმების კინოფესტივალი სექტემბერში

აჭარა. 7 აგვისტოს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ხელოვანთა სახლმა – „არგანმა" საზოგადოებას ბათუმის მეცხრე საერთაშორისო საავტორო ფილმების კინოფესტივალის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 2014 წლის ფესტივალისათვის ორგანიზატორებმა ფილმები 50 ქვეყნიდან შეარჩიეს. ერთი კვირის განმავლობაში 40 სრუმლეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური და ამდენივე მოკლემეტრაჟიანი ფილმი იქნება ნაჩვენები. წარმოდგენილი ფილმებიდან თითოეულ ჟანრში საუკეთესოებს ხუთკაციანი ჟიური გამოავლენს. ჟიურის შემადგებლობაში წელს უკრაინელი, ბრიტანელი, შვედი, ამერიკელი და ქართველი რეჟისორები შედიან. კინოფესტივალის ფარგლებში წელს ბიაფის კინოსკოლაც ამოქმედდება. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა გამოფენაც, რომელიც ფარაჯანოვის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება. ფესტივალი 14 სექტემბერს გაიხსნება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)