en
ge

,,ახალგაზრდობის კვირეული

კახეთი. 8 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „ვოლდ ვიჟენ" საქართველოს (World Vision) და სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, თელავში ,,ახალგაზრდობის კვირეული" გაიხსნა.
კვირეულის ფარგლებში დღეს, სასტუმრო „ძველი თელავის" საკონფერენციო დარბაზში, ახალგაზრდულ საკითხებთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა რეგიონში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, „ვოლდ ვიჟენის" მიერ დაფუძნებული ახალგაზრდული კლუბების ლიდერებმა მიიღეს, რომლებმაც თავისი ორგანიზაციების შესახებ მოკლე პრეზენტაციები წარმოადგინეს.
„ახალგაზრდობის კვირეულის" ფარგლებში მსგავსი შეხვედრები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)