en
ge

საია ყოფილი პრეზიდენტისთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა  იურისტთა ასოციაციამ სასამართლოს მიერ ყოფილი პრეზიდენტისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე განცხადება გაავცელა. ,,გვსურს აღვნიშნოთ, რომ მართალია საია საქმეს მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით აფასებს, თუმცა უდავოა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ წარმოებულ საქმეს აქვს პოლიტიკური მნიშვნელობა, რაზეც ქვეყნის შიგნით თუ საერთაშორისო დონეზე გაკეთებული განცხადებები ნათლად მიუთითებს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ კანონი პროკურატურას ამ ვალდებულებას არ აკისრებს, საიას მიზანშეწონილად მიაჩნია პროკურატურამ გაასაჯაროოს ის მტკიცებულებები, რასაც ბრალდების მხარე ეყრდნობა. საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობის წევრებს, პარლამენტის წევრებს, სხვა სახელმწიფოებში საქართველოს ელჩებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და სხვა შესაბამის პირებს უნდა ჰქონდეთ სრული და ზუსტი ინფორმაცია ამ საქმის შესახებ, რათა შეეძლოთ საქმის სათანადო შეფასება", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)