en
ge

სემინარები გარდაბანში

ქვემო ქართლი. 8-9 აგვისტოს, გარდაბანში, არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” სემინარები ჩაატარა.
ორდღიანი სემინარები პროექტის - „ქალთა გაძლიერება სოციალური განვითარებისათვის" -ფარგლებში ჩატარდა.
პროექტის სამიზნე ჯგუფია საქართველოს რეგიონებში მცხოვრები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ქალბატონები, რომელთაც შეუძლიათ საკუთარ რაიონში, ქალთა უფლებების რეალიზაციის პროცესში გარკვეული წვლილის შეტანა.
ორგანიზაციის ექსპერტების მიერ ჩატარებული სემინარი სოფლად მცხოვრები ქალების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ცოდნის ამაღლებას, სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერებასა და დემოკრატიულიპროცესების სტიმულირებას მიეძღვნა.
დღის ბოლოს ორგანიზაციის იურისტებმა იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს, როგორც სემინარების მონაწილეებს, ასევე რაიონის მოსახლების დაინტერესებულ ნაწილს.
პროექტი „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების" მხარდაჭერით უკვე განხორციელდა საქართველოს 40-მდე რაიონსა და სოფელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023