ქვემო ქართლი. საქართველოს რეფორმების ასოციაციამ, ევროკავშირის მობილურ საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით – პროექტის ,,ერთად შევეგებოთ ევროპას" ფარგლებში გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში, გამართა შეხვედრები მოსახლეობასთან საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ. კამპანიის დროს დარიგდა პრომო-მასალა, ახალგაზრდულ ცენტრებში ნაჩვენები იქნა მოკლემეტრაჟიანი ფილმი ევროკავშირის შესახებ.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებზე ისაუბრეს საკითხებზე: საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან ასოცირების შეთანხმების შემდეგ, ევროპული ღირებულებების შესაბამისობა ადგილობრივ ფასეულობებთან, საქართველოს სავიზო პოლიტიკა და მასთან დაკავშირებული ცვილებები, ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სტანდარტები და მათი გავლენა ადგილობრივ ფერმერებზე.
წყარო: grass.org.ge