აჭარა. 10 აგვისტოს, საქველმოქმედო ფონდ ,,ღვთისშვილების" ორგანიზებით, საქველმოქმედო გამოფენა–გაყიდვა გაიმართა.
ბათუმელი და თბილისელი მხატვრები ქმედუუნარო ბავშვების დასახმარებლად გაერთინდნენ. გაყიდული ნამუშევრებიდან შემოსული თანხა 10 ბავშვს გადაერიცხა. ამავე ბავშვებს მოხმარდა საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა, რომელიც იმავე დღეს ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა.
აღნიშნული ფონდი რამდენიმე წლის წინ დაფუძნდა. ფონდის ორგანიზებით განართული საქველმოქმედო ღონისძიებებით ფინანსურ დახმარება უკვე 27 ბავშვს გაეწია.