აჭარა. 9 აგვისტოს, თიბისი ბანკის გალერიაში, საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა ,,აისეკის" ბათუმის ფილიალის ორგანიზებით ინტერკულტურული საღამო გაიმართა. მასში მონაწილეობა საქართველოს, ეგვიპტის, ჩინეთის, პოლონეთისა და უკრაინის წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებმა მიიღეს. ახალგაზრდებმა თავიანთი ქვეყნის კულტურა და ტრადიციები ერთმანეთს გააცნეს. შეხვედრა პროგრამის - ,,მომავლისკენ ხედვა და მომავლის ხიდის" - ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანია ბათუმელ და უცხოელ სტუდენტებს შორის ინტეგრაციის პროცესისთვის ხელის შეწყობა.