en
ge

ახალგაზრდა ლიდერთა აკადემია ყაზბეგში

მცხეთა-მთიანეთი. არასამთავრობო ორგანიზაცია „სტეფანწმინდისა" და პოლონური ორგანიზაცია "Civis Polonius"-ის წარმომადგენლებმა ყაზბეგში მუნიციპალიტეტში ერთობლივი პროექტის განხორციელება დაიწყეს. 4–დან 8 აგვისტოს ჩათვლით, ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ახალგაზრდა ლიდერთა აკადემია". აღნიშნული პროექტის ფარგლებში ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებმა სხვადასხვა სოფლიდან. ტრენინგით მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდული საბჭოების არსებობის მნიშვნელობისა და როლის შესახებ პოლონური გამოცდილების გაზიარება. ახალგაზრდული საბჭოების მთავარი ფუნქცია იქნება მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვადასხვა პროცესებში ჩართულობა, ახალგაზრდების პრობლემების მოგვარება და ახალი იდეების განხორციელება. ტრენინგის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე მუნიციპალიტეტის გამგებელს და საკრებულოს თავჯდომარეს კითხვები დაუსვეს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)