en
ge

ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმი ბათუმში

აჭარა. 12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა ბათუმში არსებული ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმი. ფორუმის მიზანი იყო ბათუმში მომუშავე ახალგაზრდული ორგანიზაციების ერთმანეთისთვის გაცნობა, ინფორმაციის გაცვლა, კომუნიკაციის გაღრმავება, სამომავლო თანამშრომლობის ხელშეწყობა.  ფორუმზე გაფორმდა მემორანდუმი ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის სამომავლო თანამშრომლობისა და ერთიანი ქსელი შექმნის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციების საქმიანობის საჯაროობასა და ცნობადობის ზრდას. აღნიშნული გვერდი შესაძლებლობას მისცემს ყველა ახალგაზრდულ ორგანიზაციას თავისი საქმიანობის შესახებ დადოს იფორმაცია, რაც უზრუნველყოფს თავის კუთხით ადგილობრივი ახალგაზრდებისათვის ინფორმაციის დროულად მიწოდებას დაგეგმილი ღონისძიებებისა თუ პროექტების შესახებ.
ფორუმს ესწრებოდა ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმის და სპორტის სამსახურის წარმომადგენელი და აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტი.
ფორუმი გაიმართა ,,ახალგაზრდული კოლეგიის" ორგანიზებით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023