en
ge

„როგორ დავიცვათ თავი ტრეფიკინგის საფრთხისგან”

აჭარა. 11 აგვისტოს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ,,მიგრაციის ცენტრის" წარმომადგენლებმა თემაზე - „როგორ დავიცვათ თავი ტრეფიკინგის საფრთხისგან და როგორ ამოვიცნოთ პოტენციური ექსპლუატატორი" - ისაუბრეს.  შეხვედრის ორგანიზატორთა განცხადებით, აჭარა თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ამ მხრივ განსაკუთრებით რისკის ზონად ითვლება, რადგანაც მეზობელ ქვეყანაში არალეგალურად დასაქმების ცდუნება დიდია. სპეციალისტები თვლიან, რომ აჭარაში ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდა მომავალში მათი სოციალური უსაფრთხოების გარანტი იქნება. ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული კამპანია 13 აგვისტოს ბათუმის ზღვისპირა ზოლში გამართული ფლეშ მობით დასრულდება. 



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)