სამცხე–ჯავახეთი. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის, (CENN) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს ერთობლივი ინიციატივით, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ეროვნული სატყეო პროგრამის პრიორიტეტებსა და სამოქმედო გეგმებზე იმსჯელეს. რეგიონულ სემინარს, თემაზე - „ეროვნული სატყეო პოლიტიკა-პრობლემატიკა, პრინციპები, მიმდინარე პროცესები და გეგმები", სამხარეო ადმინისტრაციისა და მხარის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირების გარდა, აღნიშნული საკითხებით დაინტერესებული არასამთავრობო სექტორი დაესწრო. სემინარზე საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ეროვნული სატყეო პოლიტიკის დოკუმენტი განიხილეს, რომელიც ტყეების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას განსაზღვრავს, მათი ძირითადი ფუნქციონალური დანიშნულებისა და ფასეულობების გათვალისწინებით. პოლიტიკის დოკუმენტის გარდა სემინარზე წარმოდგენილი იყო მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის საკითხები, როგორც 2014-2015 წლების ზამთრის სეზონისათვის, ასევე გრძელვადიან ჭრილში.