სამცხე-ჯავახეთი. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ორგანიზებით 1-10 აგვისტოს დაბა ბაკურიანში საერთაშორისო ბანაკი მოეწყო, რომელიც ავსტრიის წითელი ჯვრის და ევროკავშირის ფონდ „ერასმუს +"-ის მხარდაჭერით განხორციელდა.
ავსტრია, აზერბაიჯანი, ბელარუსი, გერმანია, სომხეთი და საქართველო - ბანაკში ექვსი ქვეყნის წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების წარმომადგენელი ახალგაზრდები შეიკრიბნენ. 10 დღის მანძილზე ისინი სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობდნენ, რომელიც კლიმატის ცვლილების თემაზე იყო დაფუძნებული.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში