აჭარა. ახალგაზრდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის" წევრები ხულოს ახალგაზრდულ ცენტრს ეწვივნენ. გაიმართა მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება ახალგაზრდულ პრობლემებთან დაკავშირებით და შემდეგ მოეწყო დისკუსია.
ვიზიტი განხორციელდა პროექტის - „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" - ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში