en
ge

ახალგაზრდობის კვირეული ახალციხეში

სამცხე–ჯავახეთი. ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ახალგაზრდობის კვირეულის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა. კვირეული ორგანიზაცია world vision-ისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული. შეხვედრაზე, რომელსაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და მოზარდები ესწრებოდნენ, ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები სამინისტროსა და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა განიხილეს. ორგანიზატორთა განმარტებით, კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა ქვეყნის მასშტაბით ტარდება. შეხვედრის მიზანი არასამთავრობო სექტორსა და სახელმწიფოს შორის ინფორმაციის გაცვლა, ასევე, როგორც სახელმწიფო, ისე სამოქალაქო სექტორში მოზარდების ინტერესების გათვალისწინებაა. ნათელი გახდა ისიც, რომ ახალი სასწავლო წლიდან იგეგმება მოზარდებზე ფოკუსირებული პროგრამების ამოქმედება.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)