en
ge

ახალგაზრდა სტაჟიორების აქტივობა ბათუმის საკრებულოში

აჭარა. 13 აგვისტოს, საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,პროგრესის” ინიციატივით,  თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სტაჟიორები კომისიის ხელმძღვანელ დიმიტრი დარჩიასთან ერთად იმყოფებოდნენ სოციალური სერვისის სააგენტოს ბალანსზე არსებულ მუნიციპალურ სასადილოებში. ვიზიტის მიზანს წარმაოდგენდა ბათუმის საკრებულოს სტაჟიორებისათვის სასადილოების ფუნქციონირების გაცნობა. 
ახალგაზრდებმა მოინახულეს ხუთივე სასადილო, ადგილზე გაეცნენ არსებულ სიტუაციას, მომსახურების პირობებს, ბენეფიციართა რაოდენობას, საკვების რაციონს, და სხვა. 
სტაჟიორებმა ყურადღება გაამახვილეს „უფასო სასადილოების" მომსახურების მოთხოვნათა რაოდენობაზე, რაც გამოწვეულია ქალაქში არსებული მძიმე სოციალური ფონით. ახალგაზრდები იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ ამ პრობლემის მოგვარებას თვითმმართველობა უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს და შესაბამისად მეტი თანხა გამოიყოფა ბიუჯეტიდან აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)