en
ge

„დეა“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების დაცვაზე მუშაობს

სამეგრელო. ასოციაცია „დეასთან" არსებულმა იურიდიულ-საკონსულტაციო ცენტრმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებდონენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მათი ოჯახის წევრები, იურისტები, არასამთავრობო სექტორი და მედიის წარმომადგენლები. შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 19 ოქტომბერს გაიმართა.  
ასოციაცია „დეას" იურისტმა ბაკურ გოგოხიამ შეხვედრის მონაწილეებს შეზღუდული შესაძლებლობებების მქონე პირების უფლებების დარღვევის კონკრეტული მაგალითები გააცნო. საუბარი იყო იმ ადამიანებზე, რომლებიც მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო სახლიდან გასვლას ვერ ახერხებენ. თავის მხრივ,  „დეასთან" არსებული, იურიდიულ-საკონსულტაციო ცენტრის იურისტმა გურამ ყუფუნიამ განაცხადა, რომ „ამ ადამიანებს ერიდებათ და საკუთარი უფლებების დარღვევის შესახებ საქმე სასამართლოში არ შეაქვთ".
შეხვედრას ესწრებოდნენ ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც ჩართულები არიან იურიდიულ-საკონსულტაციო ცენტრის მუშაობაში და მზად არიან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს უფლებების დაცვაში დაეხმარონ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)