აჭარა. 16 აგვისტოს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში, ორგანიზაცია „მიკრო–ფონის" ორგანზიებით შედგა ფსიქოდრამის – „არა სტანდარტს" - ჩვენება.
ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო აქტუალური სოციალური თემები - ქალზე ძალადობა და აბორტი. ფსიქოლოგებმა დამსწრე აუდიტორიას მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნეს. სულ 200-მდე სხვადასხვა სოციუმის წარმომადგენელი გამოიკითხა. მაყურებელმა მათი ისტორიები მოისმინა, ფსიქოლოგებმა კი გმირების ემოციური დრამა გაითამაშეს.
პროექტი „არა სტანდარტს" მიმდინარეობდა 3 თვის განმავლობაში. ორგანიზატორების განცხადებით, მნიშვნელოვანია სპექტაკლის დადგმამდე მოხდეს აუდიტორიის შესწავლა თუ რა აინტერესებს მაყურებელს. კვლევის მიზანიც ეს იყო. გამოკითხვის შედეგად დადგინა, რომ მოსახლებისთვის ყველაზე პრობლემური თემა არის ქალზე ძალადობა და აბორტი, სწორედ ამიტომ სპექტაკლიც აღნიშნულ თემას ეხებოდა. წარმოდგენის შემდეგ სტუმრებს შეეძლოთ გამოფენის დათვალიერება, რომელიც, ასევე, ზემოთ ხსენებულ თემას ეხებოდა. პროექტი დაფინანსებულია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.