თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. „გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძისა და მისი მეუღლის მიერ მიმდინარე წლის 14 ივლისს ერთ-ერთ ბრიტანულ ბანკში საბანკო ანგარიშის დახურვის შესახებ. ...პარლამენტის წევრი ვალდებულია, თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველწლიურად შეავსოს და წარადგინოს მისი და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაცია. ... დავით ბაქრაძის მიერ 2014 წლის 3 ივნისს წარდგენილ დეკლარაციაში ინფორმაცია ზემოხსენებული საბანკო ანგარიშის შესახებ არ არის მითითებული. თუ გავრცელებული ცნობა სიმართლეს შეესაბამება ... სახეზეა კანონის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი.
... გარდა ამისა, შესაძლოა, მოცემულ შემთხვევაში მეორე სახის კანონდარღვევაც გამოიკვეთოს. პირის ბანკთან მიმოწერა პერსონალურ მონაცემებს წარმოადგენს, რისი უკანონოდ მოპოვება და გამოყენებაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში