en
ge

საქართველოს სათემო კავშირის სამუშაო შეხვედრა

კახეთი. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საქართველოს სათემო კავშირის წევრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს, მათ ორგანიზაციის განვითარების და გაფართოების გზებზე იმსჯელეს. სათემო კავშირის კახეთის წევრებმა ასევე ისაუბრეს ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესახებ, სამომავლო გეგმებზე. სათემო კავშირის კახეთის ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ია წიკლაურის თქმით, სათემო კავშირის დახმარებით, მოქალაქეები ისეთი პროექტების განხორციელებას შეძლებენ, რომლებიც სხვადასხვა პრობლემის მოგვარებას, აგრეთვე, აგრარული სექტორის, ფერმერული მეურნეობებისა და მეწარმეობის განვითარებას შეუწყობს ხელს. შესაძლებელი იქნება პატარა და საშუალო საწარმოების ამუშავება, სადაც სოფლის მოსახლეობა დასაქმდება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)