აჭარა. 19 აგვისტოს, ორგანიზაცია „მიკრო–ფონის" მიერ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. „ბათუმის ეზოს ამბები" – თანამედროვე კონცეპტუალური პროექტი ბათუმში უკვე მესამედ ტარდება. წელს ქუთაისისა და საიათნოვას ქუჩებში პოლონელი, უკრაინელი და იაპონელი მხატვრები ქართველ შემოქმედებთან ერთად ამ ორი ქუჩის ისტორიებზე, ტრადიციებსა და არქიტექტურაზე ხელოვნების ნამუშებს შექმნიან. პროექტში მონაწილე ხელოვანებმა თავიანთი ძველი ნამუშევრების პრეზენტაცია პრეს-კაფეში მოაწყვეს. ახალი ნამუშევრები კი, რომლის შემადგენელი ნაწილი ქუჩა, შენობა ან უბრალოდ იქ მცხოვრები ბათუმელების ისტორიებია 29-დან 31აგვისტოს ჩათვლით გამოიფინება.
პროქტის მხარდამჭერი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა