თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის ორგანიზებით, 24 აგვისტოს - საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღეს, მრგვალი მაგიდა გაიმართა. ღონისძიება სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის” მიერ დაფინასებული პროექტის: ,,სტაბილური კონსტიტუცია - ახალგაზრდული არჩევანის” ეგიდით მოეწყო. ღონისძიებას დაესწრნენ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები, ექსპერტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში დაკომპლექტებული ახალგაზრდული ინტერრეგიონალური საინიციატივო ჯგუფის დელეგატები. შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია მიმდინარე კონსტიტუციურ რეფორმასთან დაკავშირებით, ხოლო მრგვალი მაგიდის დასასრულს ახალგაზრდების მიერ მოხდა პეტიციის მიღება საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც კომპეტენტურ სახელმწიფო ინსტიტუციებს გადაეცემა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში