აჭარა. მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ასოციაციამ ,,ღირსეული სიბერე" პროექტის - ,,ხანდაზმულთა რესურს ცენტრი" - ფარგლებში მორიგი ტრადიციული საქველმოქმედო აქცია ,,ჩვენც დავბერდებით" გამართა.
ზაფხულის განმავლობაში, ასოციაციის მოხალისეების მიერ შეგროვებული თანხებით 85 უმწეო მოხუცს კვების პროდუქტები დაურიგდათ. აქციაში მონაწილეობა ქობულეთის პირველი, მესამე და მეხუთე საჯარო სკოლების მოხალისეებმა მიიღეს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში