შიდა ქართლი. საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთმა" სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პროფესიული სწავლების ტრენინგების განხორციელება დაიწყო. არასრულწლოვანთა 11-ე სარეაბილიტაციო, მე-5 ქალთა და მე-17 დაწესებულებებში უკვე ტარდება გიტარაზე დაკვრის, ხატვის და მინანქრის შემსწავლელი პროფესიული ტრენინგები. მსჯავრდებულთა ინტერესი პროექტის მიმართ ყველა დაწესებულებაში მაღალია. ამ ეტაპზე პროექტში 88 ადამიანი იღებს მონაწილეობას.
პროექტს ცენტრი „აფხაზეთი" საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში