კახეთი. უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრი (ECMI) კავკასია კახეთის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის ტრენინგებს ატარებს. თემატიკა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებსა და მასში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობას შეეხება.
ორგანიზაციამ 26 აგვისტოს ტრენინგები ჩაუტარა პანკისის ხეობაში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობების წარმომადგენლებს მათ შორის ქისტებს და ოსებს.
ტრენინგების მიზანი ევროინტეგრაციის მნიშვნელობისა და მასში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის შესახებ მათი წარმომადგენლებისა და სათემო ორგანიზაციების კომპეტენციის ამაღლება იყო. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ევროკავშირის ფუნქციონირების, აღმოსავლეთის პარტნიორობის და საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი ურთიერთობების შესახებ. საქართველოსა და მისი მოქალაქეებისთვის ევროინტეგრაცია პოზიტიური მხარეების გარდა, მონაწილეები გაეცნენ ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის და იდენტობის შენარჩუნების ევროპულ სტანდარტებს.
ღონისძიება დაფინანსებულია საქართველოს ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის მიერ, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს" ხელშეწყობით.