en
ge

აჭარაში კიდევ ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაცია დაფუძნდა

აჭარა. 23 აგვისტოს, ჩაქვში, გაიმართა ორგანიზაციის – აკადემიური განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზენტაცია. ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი სფეროა : საერთაშორისო აკადემიური ღონისძიებების (კონფერენცია, საზაფხულო სკოლა, სემინარი, ტრენინგი და სხვ) ორგანიზება, საგამომცემლო საქმიანობა.
პრეზენტაციასთან ერთად გაიმართა სამართლისა და პოლიტიკის ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას როგორც საქართველოს უნივერსიტეტების პროფესორები, პრაქტიკოსი იურისტები, ასევე უცხოელი სტუმრები ღებულობდნენ.
ორგანიზაციის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, აკადემიური განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტსა და „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისთვის", შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს ორგანიზაცის წევრების ჩართვას საერთაშორისო კომფერენციებში და კვალიფიკაცის ამაღლებას, საერთო ტრეინგ-სემინარების ჩატარებას, როგორც შშმ პირთა სამართლებრივ საკითხებზე ასევე სტუდენტ- მოსწავლებისათვის საინტერესო თემებთან დაკავშირებით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)