თბილისი. 29 აგვისტოს, ფონდი ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, ატარებს ერთდღიან სემინარს სახელწოდებით: „უსაფრთხო გზები და ტრანსპორტი". სემინარის მიზანია საზოგადოებამ და დაინტერესებულმა მხარეებმა მიიღონ ინფორმაცია საგზაო უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის სფეროებში არსებული ევროპული რეგულაციებისა და მათი შესრულების ვადების შესახებ. სემინარის მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ფონდის მიერ განხორციელებულ ინოვაციურ პროექტს „მეგობრული გზები" და საგზაო უსაფრთხოების კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობას. სემინარში მონაწილეობას მიიღებენ ხელისუფლების, ბიზნესის, აკადემიური წრეების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარომადგენლები, რომლებიც დისკუსიაში ჩაერთვებიან.
სემინარი გაიმართება 29 აგვისტოს, 12:00 საათზე, სასტუმრო რედისონში