აჭარა. 31 აგვისტოს, ქობულეთის ზაფხულის ფესტივალი გაიმართა. ერთდღიანი ფესტივალი როკს დაეთმო. მსმენელების წინაშე ჯგუფი „აუტსაიდერი" რობი კუხიანიძე, „გრავიტი", „პოსტ ოთო" და სხვა შემსრულებლები წარსდგნენ. ქობულეთის ზღვისპირა პარკში ფესტივალი წელს პირველად, სახელოვნებო ორგანიზაცია „ერედელის" ორგანიზებით ჩატარდა.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა იყო.