თბილისი. საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდმა სოციალურ ქსელში ორგანიზაციის ვებგვერდზე განათავსა ვიდეო რგოლი „შეინარჩუნე შენი ინდივიდუალობა". კლიპი მომზადებულია სამხატვრო აკადემიის მედიახელოვნების ფაკულტეტის სტუდენტების მიერ. მისი მიზანია იმის წარმოჩენა, რომ ადამიანის ინდივიდუალობა ყველა ასაკში, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე მნიშვნელოვანია.
ვიდეო რგოლი: შეინარჩუნე შენი ინდივიდუალობა
წყარო: გაეროს ბავშვთა ფონდის ვებგვერდი სოციალურ ქსელში