სამცხე–ჯავახეთი. ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოსახლეობის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობაზე იმსჯელეს.
როგორ უნდა მოხდეს თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობასა და ახალგაზრდებს შორის, აქვს თუ არა მოსახლეობას საკრებულოს სხდომებზე დასწრების უფლება, – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, 31 აგვისტოს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით, დისკუსია გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი ახალგაზრდები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ აღნიშნულ საკითხებზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირეს და აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობაც უნდა ჩაერთოს.
შეხვედრას ორგანიზაცია ,,მესხ ქალთა გაერთიანების” წევრი და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" კოორდინატორი უძღვებოდნენ. მათ მონაწილეებს თავიანთი უფლებები გააცნეს და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვისკენ მოუწოდეს.