თბილისი. 4 სექტემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თბილისის განვითარების ფონდის მენეჯმენტთან შეხვედრა გამართა. „თბილისის განვითარების ფონდი, ისევე როგორც მისი წინამორბედი ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდი, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიის მიერ იქნა დაფუძნებული, წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დახურლ დაწესებულებას წარმოადგენდა. 2005-2013 წლებში მარტო თბილისის რეაბილიტაციაზე, საბიუჯეტი სახსრებიდან, ჯამში მინიმუმ 400 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული. ...პრობლემების გადაწყვეტის შესაძლო გზები და ფონდის სამომავლო პერსპექტივები იქნა შეხვედრაზე განხილული", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში