en
ge

ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობა საზოგადოების გააქტიურების გზით

გურია. გურიის აგრობიზნესცენტრი ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ჩეხეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს – „ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობა საზოგადოებრივი გააქტიურების გზით საქართველოსა და მოლდავეთში".
პროექტის მიზანია, საზოგადოებას შესთავაზოს პრაქტიკული მეთოდები საზოგადოებრივი აზრის მობილიზაციის და სახელისუფლებო პროექტების გამჭვირვალობის მისაღწევად. ამ მიზნით გურიის 5 სოფელში:ჯუმათში, ბაილეთში, ჭანიეთში, თხინვალსა და კოხნარში სხვადასხვა ღონისხძიებები გაიმართა. მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია თვითმმართველობის კოდექსში შესული ცვლილებების შესახებ, განიხილეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზნები და რეგულაციები, სოფლის რწმუნებულმა და ადგილობრივმა დეპუტატმა მიაწოდათ ინფორმაცია 2014 წელს სოფლად მიმდინარე თუ დაგეგმილი პროგრამების შესახებ. ორგანიზაციამ შესთავაზა ადგილობრივი პრობლემების კვლევისა და პრიორიტეტების გამოკვეთის მეთოდოლოგიები და ა.შ. ასევე მომზადდა პროექტები და დაფინანსების მიზნით სოფელმა წარუდგინა გურიის აგრობიზნესცერს.
პროექტით გათვალისწინებული საგრანტო პროგრამიდან 5 სოფელში დაფინანსდა 5 პროექტი: წისქვილის მოწყობა; კომპიუტერული ტექნიკის შეძენა სათემო ორგანიზაციისა და საბავშვო ბაღისათვის მუსიკალური ტექნიკა; ინტერნეტი სოფელს; საბავშვო ბაღისათვის ინვენტარის შეძენა; წყალი სოფლის მოსახლეობას. თითოეული პროექტის ღირებულება 400 ევრო.
პროექტის ადგილობრივი პარტნიორებია საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი, სათემო ორგანიზაციები, ახალგაზრდული ჯგუფები.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023