კახეთი. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე გოცაძე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასა და ლაგოდეხის გამგეობის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და დღეს გახსნილ ნატო-ს უელსის სამიტზე; როგორია საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და რას უნდა ელოდოს საქართველო უელსის სამიტისგან. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და კონკრეტული პროექტების შესახებ. შეხვედრა-კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.
დღის ბოლოს გამგეობის შენობაში გაიხსნა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო კუთხე, სადაც ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება, გაეცნოს უახლეს ლიტერატურას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.
წყარო: ორგანზიაციის გვერდი სოციალურ ქსელში